დათა პაპა ხურვალთიდან – მას ასე იცნობდნენ

 წლების განმავლობაში ის ფაქტობრივად ერთადერთი ეთნიკური ქართველი იყო, რომელიც არა მარტო ქართველ ჟურნალისტებს, არამედ პრეზიდენტებს და საერთაშორისო მაღალჩინოსნებს ინტერვიუებს აძლევდა.

ბოლო დროს ის ავადმყოფობდა და ძირითადად ლოგინში იწვა.

2013 წელს, როდესაც რუსმა ოფიცრებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიების გასწვრივ ფიზიკური ბარიერების გავლება დაიწყეს, ხურვალეთელი დავით ვანიშვილი მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა.

სასაზღვრო ხაზმა მის სოფელში, ხურვალეთში გაიარა და სოფელი ორად გაყო. ვანიშვილის სახლი ცხინვალის მიერ კონტროლირებად მხარეს მოექცა.

80 წლის ასაკში ვანიშვილს უნდა აერჩია, თუ სად გააგრძელებდა ცხოვრებას – საკუთარ სახლში, რომელიც ოსების და რუსების კონტროლქვეშ რჩებოდა, თუ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყო და დარჩენილი ცხოვრება დევნილობაში გაეტარებინა.

ვანიშვილმა შინ დარჩენა აირჩია.

დათა პაპას დღეს დაკრძალავენ.

მსგავსი თემები