გარდაცვლილი ექთნის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს ჰქონია

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებით გარდაცვლილი ექთნის დედა იტალიიდან დაბრუნდა. როგორც მან მედიასთან განაცხადა, მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს ჰქონია და არც წამლებს ხმარობდა.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ვაქცინაციამდე ექთანს თავის ტკივილი აწუხებდა, რის გამოც გარკვეული მედიკამენტი მიიღო. სწორედ იმის მოკვლევას ითხოვენ, რა პრეპარატი მიიღო მან, ვინ მისცა ეს პრეპარატი და რატომ ჩაუტარდა ვაქცინაცია წამლის მიღების შემდეგ.

„რაც ამ ეტაპისთვის ვიცით, არის ის, რომ მეგის ძლიერი თავის ტკივილი ჰქონდა. კლინიკაში რაღაც წამალი მისცეს, რომელიც მეგიმ დალია. გასარკვევია, რა წამალი დალია, ვინ მისცა და რატომ არ დაინტერესდნენ იმით, რომ ვაქცინაციამდე გარკვეული პრეპარატი ჰქონდა მიღებული“ – აცხადებენ ოჯახის წევრები.  

როგორც გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, მეგის ჰემოგლობილი ჰქონდა დაბალი, რის გამოც გარკვეული პრეპარატები დაალევინეს.

ნათესავების თქმით, ადგილზე, როცა გოგონას გართულება დაეწყო, სათანადო მომზადება არ იყო და ოპერატიული რეაგირება არ მოხდა.

მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი თემები