„კოვიდ 19“-ით 8 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში,  კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 691 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 422 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 216 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 22, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 158 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  269 784-მდე.

მსგავსი თემები