ვაქცინაციის შემდგომ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა

​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია კიდევ ერთ სამედიცინო პერსონალს განუვითარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა თბილისში მოხდა, რის შემდეგაც, პაციენტი  ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც გააკეთა. მისი თქმით, პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერ გაამხელს, თუმცა, ფაქტი დაადასტურა.

“პაციენტი ახალგაზრდა ადამიანია. იცით, რომ არსებობს კომიტეტი ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების, მათთან იყო კომუნიკაცია. ეს ახალგაზრდა ქალი არის ერთ-ერთ საავადმყოფოში.  კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, თუმცა,  საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედების კომიტეტმა, იყო თუ არა იქ ანაფილაქსიური შოკი. გიდასტურებთ, რომ იყო მწვავე ალერგიული რეაქცია. იყო თუ არა შოკი, ეს დასადასტურებელია“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი თემები