„ვიწყებთ სამართლებრივ დავას, უნდა დამტკიცდეს, რა მოხდა“ – გარდაცვლილი ექთნის ოჯახი

27 წლის გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის სიმართლის დასადგენად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ოჯახმა რეალობის დასადგენად ადვოკატები უკვე აიყვანა და საქმის ბოლომდე მიყოლას აპირებს.

როგორც გარდაცვლილი ექთნის ბიძამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახისთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე.

ოჯახმა ორი ადვოკატი აიყვანა. ერთი სისხლის სამართლის მიმართულებით იმუშავებს, მეორე კი სამოქალაქო კუთხით. პარალელურად, ახალციხის „იმედის კლინიკაში“ ექსპერტები მუშაობენ. ამოღებულია ნივთმტკიცებები, ცარიელი ფლაკონი, რა ვაქცინაც ექთანს გაუკეთდა და ასევე სხვა დოკუმენტაცია.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა, დღეს კი გარდაიცვალა.  

მსგავსი თემები