ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა

თბილისში ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 17 მარტს ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც გართულება “ასტრაზენაკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ განუვითარდა.

როგორც კლინიკაში განმარტეს, ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები