“ვაქცინაციის პროცესში ამ ტიპის გართულება არის ძალიან მძიმე “- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანაფილაქსიური შოკის გამომწვევი მიზეზი ბევრი ფაქტორი შეიძლება გახდეს. მათ შორის, მწერის ნაკბენიც კი.

“მოგეხსენებათ, ანაფილაქსიური შოკი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და უპირატესად ის ფიქსირდება ანტიბიოტიკებზე და სხვადასხვა მედიკამენტებზე. ასევე, შეიძლება იყოს ფუტკრის, ბზიკის ნაკბენზე და სხვადასხვა კონტრასტულ ნივთიერებებზე და ა.შ.

ამ დროს, როცა ადამიანი ავად არის და მკურნალობს სხვადასხვა წამლით და იქ ფიქსირდება ანაფილაქსიის შემდეგ მსგავსი გამოსავალი, გასაგები ხდება ეს. მაგრამ როდესაც ვაქცინაციის პროცესი ჯანმრთელ პოპულაციაზე ხორციელდება და აქ დგება ეს სავალალო შედეგი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა.

ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ მედიცინა აბსოლუტური არ გახლავთ,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აქვე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი სტატისტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ანაფილაქსიური შოკი ფიქსირდება.

“რასაც მე ვსაუბრობ, არც ერთი არ ყოფილა ვაქცინაციასთან დაკავშირებული, ეს ყველა მოხდა სხვა მიზეზით. უხშირესი მიზეზი ეს არის სხვადასხვა სახის მედიკამენტები. ამიტომ, ვაქცინაციის პროცესში ამ ტიპის გართულება და მისი დაფიქსირება არის ძალიან მძიმე.” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი თემები