ვასილ მახარაძეს 9 წლიანი, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, თენგო ბარბაქაძესა და გიგა ტატოშვილს კი, 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ – შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ძალადობის ეპიზოდზე, ვასილ მახარაძეს 9 წლიანი, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, თენგო ბარბაქაძესა და გიგა ტატოშვილს კი, 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. 

ვასილ მახარაძეს გამოძიება ძალადობის ორგანიზებასა და გური ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. დანარჩენებს კი, ძალადობასა და ძალადობის ორგანიზებას. 

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა. 

მსგავსი თემები