გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

გოგი წულაიას ადვოკატი 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. 

წულაიას ბრალი გუშინ კიდევ უფრო დაუმძიმდა, თუმცა დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება.  უფლებადამცველები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ.

პოლიტიკოსი გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი თემები