“დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის აქტიური ჩართულობა გვჭირდება” – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის აქტიური ჩართულობაა საჭირო.

„ველოდები სენატის ქვეკომიტეტის მოსმენას საქართველოს საკითხზე. 3 წლის წინ კონგრესს მივმართე, რომ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მიეღოთ და ჩვენმა კარგმა მეგობრებმა ის კანონპროექტად წარადგინეს. ის დემოკრატიის დაცვითა და გაძლიერების მოწოდებით იწყება. დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად ჩვენ ახლა აშშ-ის აქტიური ჩართულობა გვჭირდება,“ – წერს მარგველაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. თემაზე – „საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა“ -მოსმენა 23 მარტს გაიმართება და მას სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს.

მსგავსი თემები