საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 683-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 242 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 მარტს კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი, ცხრა კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები