საქართველო “ასტრაზენეკაზე” უარს არ იტყვის

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებისა და ექთნის კომაში ჩავარდნის მიუხედავად, საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე უარს არ ამბობს და ვაქცინაციის პროცესს შეუფერხებლად აგრძელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში დარგის სპეციალისტებმა იმსჯელეს. როგორც მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, პროცესი არც შეჩერდება და არც შეფერხდება.

„საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის შემდეგ, 27 წლის ექთანი კომაში ჩავარდა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები