27 წლის ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს

7 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხის კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, თბილისში გადმოიყვანეს.

პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ კატასტროფის ბრიგადამ შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები