„ქვეყანაში ხორბლის უპრეცენდენტოდ მაღალი მარაგებია, დაახლოებით, 115 000 ტონა“ – ლევან დავითაშვილი

  •  

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყნაში ხორბლის სამი თვის მარაგი არსებობს, რაც რყევებს გამორიცხავს.  

„ჩვენი საშუალო მარაგი და FAO-ს რეკომენდაცია, 90 000 ტონამდე ხორბალს ითვალისწინებს, ეს არის 2 თვის მარაგი. ჩვენ, თითქმის, 3 თვის მარაგი გვაქვს, რაც გვაძლებს რყევების აცილების შესაძლებლობას.

მაღალი მარაგების შენარჩუნებამ, ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, ზაფხული და შემოდგომა გაგვევლო ისე, რომ ყველა სხვა დამხმარე თუ ძირითადი ნედლეულის გაძვირების პირობებში, არ მოგვეხდინა ინტერვენცია და პურის ფასი შეგვენარჩუნებინა,  თუმცა, მოგვიწია სუბსიდირება, რაც, ვფიქრობ, ყველაზე ეკონომიური და ეფექტიანი იყო სოციალურად ნაკლებად დაცული ადამიანისთვის პურის ფასის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა, აღნიშნა, ძალიან დიდია ფქვილისგან წარმოებული  პროდუქციის, მათ შორის, საკონდიტრო, ასორტიმენტი; შესაბამისად, არ იქნებოდა სამართლიანი, ფასის შესანარჩუნებლად, საბიუჯეტო თანხების ამ მიმართულებით გამოყენება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

მსგავსი თემები