ხვალიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები ხდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 19 მარტიდან ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში დასაშვები იქნება.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გაგრძელდება.

მსგავსი თემები