“28 მარტს ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს დინამო არენაზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად დინამო არენაზე იწვევს:

“28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!” – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.

ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, ესპანეთს კი, შინ, 28 მარტს უმასპინძლებენ.

მსგავსი თემები