ქალის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

ქალის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ  წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

გოგი წულაიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გოგი წულაია გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი თემები