“გოგი წულაია ითხოვს ექსპერტიზას, ამ უნარებს ის მოკლებულია” – ადვოკატი

ქალის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ გოგი წულაიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. პოლიტიკოსის ადვოკატის ინფორმაციით, მუხლი რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, საპატიმრო ღონისძიებას არ ითვალისწინებს.

პოლიტიკოსი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა.

გოგი წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და  გოგი წულაია ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ ყოფილა. 

“ძალადობა კატეგორიულად უარყო და აქვს კითხვები, ხომ არ არის პროვოცირებული ეს ყველაფერი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ითხოვს ექსპერტიზას, რომ დადგინდეს, ამ უნარებს ის მოკლებულია. გოგი თავს ვერ გრძნობს კარგად და ითხოვს წამლებს, დამირეკეს იზოლატორიდან,”-აღნიშნა გელბახიანმა. 

ქალი, რომელიც გოგი წულაიას უჩივის კიდევ ერთხელ იხსენებს ინციდენტს და აცხადებს, რომ ეს იყო სექსუალური ძალადობა.

მსგავსი თემები