„დღესვე ჩვენ შეგვაქვს წერილი საჯარო რეესტრში იმ დარღვევების შესახებ, რაც მათ ვერ შეამჩნიეს“ – ირაკლი აბუსერიძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის მონაწილე პირთა სია, შესაბამისად არის საუბარი იმაზე, რომ არავის აქვს საშუალება ნახოს ვინ მონაწილეობდა კენჭისყრაში,“ -ა მის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ირაკლი აბუსერიძის ადვოკატმა დავით კლდიაშვილმა განაცხადა.

იურისტის თქმით დოკუმენტაციაში რომელიც არჩევნების დროს გაიმართა არის მთელი რიგი დარღვევები, მისივე განმარტებით რეესტრს დღესვე მიეწოდება რაგბისტებისგან მასალები არსებული ხარვეზების შესახებ:

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე მინდობილობა, რომლითაც მიიღეს მონაწილეობა, მათი შინაარსი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ანუ საბოლოო ჯამში გვაქვს სიტუაცია, როდესაც დოკუმენტი გასაღებულია, როგორც საჯარო აქტი და სინამდვილეში მისი შინაარსი არ პასუხობს ამას.

ჩვენ საბოლოო ჯამში უნდა დაველოდოთ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას, დღესვე ჩვენ შეგვაქვს წერილი საჯარო რეესტრში იმ დარღვევების შესახებ, რაც მათ ვერ შეამჩნიეს და იმსჯელონ ჩვენს წერილზე,“ – განაცხადა დავით კლდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები