„ეს შეთანხმება არის ევროპის პასუხისმგებლობა“ – ხათუნა სამნიძე

ევროკავშირის ოფისში, ევროპელი დიპლომატის მედიატორობით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადეს, განსახილველი საკითხებიდან ე.წ. პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი არ უნდა ამოვარდეს.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის  პოზიციები დაახლოვდება და მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდება.

„ეს შეთანხმება არის ევროპის პასუხისმგებლობა. ინიციატივა საკუთარ თავზე პირადად აიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელმაც პირველად შეგვახვედრა. ასევე, პრემიერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამიტომ, ვიტყოდი, მოლაპარაკებების შუა ეტაპზე ვართ, ბოლოსკენ მივდივართ. ჩვენი, ოპოზიციის პოზიციები მედიატორისთვის, დანიელონისთვის ცნობილია. ველოდებით, რომ ეს პოზიციები დაახლოვდება და შეთანხმებას მივაღწევთ“ – განაცხადა სამნიძემ შეხვედრის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ოფისში, შვედი დიპლომატის მონაწილეობით პოზიცია-ოპოზიციის დიალოგის პირველი შეხვედრა იწყება.  

მსგავსი თემები