“ნიკა მელიას ბილბორდს 5 ნატყვიარი ეტყობა” – “ნაციონალური მოძრაობა”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი პარტიის ცენტრალურ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

მათივე განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ნიკა მელიას ბილბორდის მისამართით მოხდა, რომელიც პარტიის ოფისის შენობაზეა გაკრული.

„გასროლას ჰყავს თვითმხილველი – თანამშრომელი, რომელიც იმ მომენტში გარეთ იმყოფებოდა. სროლა თეთრი ფერის „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან განხორციელდა. ნიკა მელიას ბილბორდს 5 ნატყვიარი ეტყობა“, – განაცხადეს პარტიაში.

მსგავსი თემები