„კანდელაკის “ნაბიჭვარმა” შვილმა ცემით ახალგაზრდა ბიჭი რომ მოკლა და 9 თვეში ციხიდან “გამოაძვრინეს” მაგაზე კაციშვილს რეაქცია არ ჰქონია“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„უცნაური ხალხი ვართ. მთელი ფბ-საზოგადოება და თბილისი იმას განიხილავს, გორში ლურჯი ავტობუსის მძღოლი პირად საქმეზე წავიდა და მგზავრებიც თან გაიყოლაო.

მოკრივე კანდელაკის “ნაბიჭვარმა” შვილმა ცემით ახალგაზრდა ბიჭი რომ მოკლა და 9 თვეში ციხიდან “გამოაძვრინეს” მაგაზე კაციშვილს რეაქცია არ ჰქონია,“ – აღნიშნული პოსტით „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილი გიორგი კანდელაკის შვილის, თარაშ კანდელაკის ციხიდან გათავსუფლებას ეხმაურება,

ოქრუაშვილი აცხადებს, რომ პროკურორი, როდესღაც პასუხს აგებს:

„თავის დროზე მაგ საქმის პროკურორიც წავა ციხეში 9 თვიანი ვადის ხელოვნურად გაშვების (თუ მეტი არა) გამო და კანდელაკის შვილიც უკან შებრუნდება, დიდი ალბათობით მამამისიც უკან მიჰყვება საქმის ჩაფარცხვისთვის.

მაგ ქალაქის პრობლემა კიდევ იმაშია, ერთი სამოქალაქო აქტივისტი თუ საზოგადოების ღირსეული წევრი რომ არ აღმოჩნდა ამხელა უსამართლობაზე ხმა რომ ამოეღო და ყველას წყალის პირში ჩაგუბება ურჩევნია, რადგან პრობლემა მას არ ეხება,“

„მედიაცენტრი მთავარი“ ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატს დაუკავშირდა. თამარ თელდიაშვილი აცხადებს, რომ საქმე გრძელდება:

„9 თვიანი ვადა გავიდა პატიმრობის, პროცესები გრძელდება, ეგ საპატიმრო ვადა იყო, თუმცა მტკიცებულებეშიც უჭირს საქმეს,“ – განაცხადა თამარ თედლიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში, თარაშ კანდელაკის მონაწილეობით, გორში მომხდარ ჩხუბში დაშავებული 18 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, თარაშ კანდელაკმა საპატიმრო დატოვა.

მსგავსი თემები