„შეხვალ და ელისაშვილი მონაგონი იქნება“ – პროტესტანტები გიგა ბოკერიას

„ყველა ოპოზიციონერ ლიდერს მოვუწოდებ, მოვიდნენ კარავში და ინხულონ ის ხალხი, ვინც თვეობით იმყოფება კარავში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, ირაკლი გვალიამ განაცხადა.

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რამდენიმე თვე უკვე ქუჩის პროტესტის რეჟიმშია გადასული, ლიდერებს ურჩევენ ხალხის აზრი იკითხონ, როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ:

„მოვიდნენ აქ ლიდერები, უმრავლესობა არ არის ნამყოფი, ნახონ როგორ ვართ აქ, მოვიდნენ და ისე გადაწყვიტონ რას აპირებენ, ბოკერიას პოზიციას მინდა გამოვეხმაურო, თუ ამბობს, რომ გაყალბებულ პარლამენტში შევა ეს არის ბლეფი და ბიძინას თამაში, სხვა არაფერი გაუკეთებია ელისაშვილს, მაშინ, როცა მელია ციხეშია და ვინმე პარლამენტში შევა ის ვინმე მოღალატეა, ბოკერია შეხვალ და ელისაშვილი მონაგონი იქნება,“ – ამბობს ირაკლი გვალია „მედიაცენტრ მთავართან.“

მსგავსი თემები