„თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი“ – ღარიბაშვილი მელიაზე

„პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასამართლოს გადასაწყვეტია, გაათავისუფლებს თუ პატიმრობაში დატოვებს პირს.

 „რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება, როგორც თქვენ ბრძანეთ, პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას – პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ეს არის სამართლის უზენაესობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინმე გაუშვას პატიმრობაში თუ გაუშვას საპატიმროდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები