ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა, მას “იბერიას” საქმეზე პროკურატურაში იბარებენ

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

​ყიფიანი თანამდებობის დატოვების მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების გამო მიიღო.

​”შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებას“, – წერს ლევან ყიფიანი. მას ტელეკომპანია “იბერიის” საქმესთან დაკავშირებით 17 სექტემბერს მთავარ პროკურატურაში გამოკითხავენ. ასევე, გამოკითხავენ აღნიშნული მედიასაშუალების დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელიც ამჟამად თბილისშ არ იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის პროკურატურამ, რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებულ, ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის  საუბრის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები