“შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია, წინ საქართველო!” – საფრანგეთის ელჩი

„ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გამბედაობას შეუძლია ხელი შეუწყოს ძლიერი უთანხმოების მოგვარებას და დემოკრატიის გამყარებას, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი „ტვიტერში“ წერს, რითაც ის მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ეხმიანება.

„შეთანხმების მიღწევამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია. მადლობა კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირს, აშშ-ს ჩატარებული სამუშაოებისთვის. წინ საქართველო! ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გამბედაობას შეუძლია, ხელი შეუწყოს ძლიერი უთანხმოების მოგვარებას და დემოკრატიის გამყარებას. თანამედროვე მსოფლიოსთვის ეს დიდი გაკვეთილი იქნება“, – წერს საფრანგეთის ელჩი.

მსგავსი თემები