„პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ექიმისგან დაინფიცირების რისკი არის დაბალი“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ეს უნდა ყოფილიყო ექიმების სამსახურში დაშვების პირობა, ვაქცინირებული ექიმი უნდა მიდიოდეს პაციენტთან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა,  ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე ჯანდაცვის მინისტრის აცრის ირგვლივ ატეხილ ეხმაურება და ამბობს, რომ პაატა იმნაძე აღნიშნულ სფეროში გაცილებით ავტორიტეტული ფიგურაა:

„პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ექიმისგან დაინფიცირების რისკი არის დაბალი, ის ხალხი ვინც დაინახავს, რომ მინისტრი აიცრა არ მგონია თუ სკეპტიკურად არიან განწყობილები ხვალ გაიქცნენ და აიცრან, ამ სფეროში პაატა იმნაძე გაცილებით მეტი ავტორიტეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერი პირი, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ვაქცინა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ არ დაგვემართება მძიმე დაავადება და ეს იქნება გართულების გარეშე, მეორე ვაქცინის შემდეგ ეს პროცენტი გაცილებით მაღალია, ყველაზე მარალი ეფექტურობა აქვს რუსულ ვაქცინას, არავინ არ ამბობს, რომ თუ ვაქცინაციას ჩაიტარებ, პისიარი არ უნდ გაგრძელდეს.

ჩვენთან უკვე დაიყო რეგისტრაცია და ჩაეწერა ასაკობრივი ჯგუფები და ჩვენთან ველოდებით უკვე ამ ნაკადს,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე განცხადებით თუ სამიზნე ჯგუფის მოცვა ვერ მოხდება „პანდემიას ვერ დავამარცხებთ“.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები