შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები მათ უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ

სასამართლო ვერდიქტის მოლოდინში – გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს განაჩენი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს უნდა გამოუტანოს.

ადვოკატები სრულწლოვანი ბრალდებულებისათვის მაქსიმალური სასჯელის მისჯის შემდეგ არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლემ ამ შემთხვევაშიც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს.

3 პირს 16-16 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. 

ბრალდებულების ადვოკატები მოსამართლის განაჩენს სამარცხვინოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები და უკანონო პატიმრები არიან.

არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატის თქმით, მოსამართლე ბიძინა სტურუას ისტორიაში ეს გადაწყვეტილება ყველაზე სამარცხვინო იქნება.

“ეს არის ყველაზე სამარცხვინო განაჩენი, რაც მე აქამდე გამიგია მართლმსაჯულების სისტემის მიერ,”-აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

მსგავსი თემები