“ვინც თავს იკავებს ვაქცინის გაკეთებისგან, დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკას” – თემგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ვაქცინაზე უარის თქმა ჯანმრთელობასთან ერთად დარტყმას ქვეყნის ეკონომიკას აყენებს.

თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ წამოეგოს ანტივაქსერულ პროვოკაციას. 

“მე იმედი მაქვს, რომ ხალხის უმრავლესობა არ წამოეგება ანტივაქსერულ პროვოკაციას და არ დააყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას. დღეს, ვაქცინაზე უარის თქმა, მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ვინც თავს იკავებს ვაქცინის გაკეთებისგან, ის დარტყმას აყენებს არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკას,” – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები