საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 8.3 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა მილიონით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა ვიზიტორებმა ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი.

2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 610.8 ათასით განისაზღვრა, რაც 6.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2020 წლის მეოთხე კვარტალში ვიზიტორების 39.8 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 52.1 პროცენტს შეადგენდა.

ამასთან, საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 42.7 პროცენტი ქ. თბილისში მცხოვრებია, 13.0 პროცენტი მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე, 11.0 პროცენტი – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2020 წლის მეოთხე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა, 46.1 პროცენტი, განხორციელდა მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისსა(საშუალოდ 245.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 201.2 ათასი ვიზიტი თვეში).

უწყების მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 153.1 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 11.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 12.7 პროცენტით და 135.4 ლარს უტოლდება.

მსგავსი თემები