“გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შეთანხმების ხელმოწერით” – ირაკლი კობახიძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია შეთანხმების ხელმოწერით დასრულდება. 

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მედიატორი არცერთ ისეთ წინანადადებას არ აყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს. 

“სამწუხაროდ გვიწევს დეტალების გასაჯაროებისგან თავის შეკავება, ხვალაც გაგრძელდება სავარაუდოდ კონსულტაციები. ყოველი შემდეგი შეხვედრა ნიშნავს წინ წაწევას კონკრეტული მიმართულებებით. შესაბამისად არის საინტერესო და კონსტრუქციული დისკუსიები ყველა მიმართულებით, ყველა ასპექტში და გვაქვს კვლავაც იმედი, რომ ეს შეხვედრები დასრულდება შედეგით, შეთანხმების ხელმოწერით,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები