“მზად ვარ სრულად ჩავერთო მედიაციის მცდელობებში საქართველოს პარლამენტთან და თოთოეული მხარის პოლიტიკურ პარტიებთან” – ვიოლა ფონ კრამონი

მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი დაანებონ პარტიულ ინტერესებს და დებატების ცენტრში მოათავსონ ქვეყნის მოქალაქეები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისი თქმით, მხარს უჭერს ევროკომისიის პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მედიაციის პროცესში.

“ევროპარლამენტი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. ამიტომ, მე მთლიანად ვუჭერ მხარს ევროკომისიის პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მედიაციის პროცესში. მასთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი მაქვს. ევროკავშირის მედიაციის პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ თანამშრომლობენ ევროკავშირის ინსტიტუტები საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გასაუმჯობესებლად და შემდგომი რეფორმებისკენ გზის გასაკვლევად“ , – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა.

მისი თქმით, მზად არის სრულად ჩაერთოს მედიაციის მცდელობებში საქართველოს პარლამენტთან და თითოეული მხარის პოლიტიკურ პარტიებთან.

„როგორც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის წამყვანი წევრი, მზად ვარ სრულად ჩავერთო საპარლამენტო მედიაციის მცდელობებში საქართველოს პარლამენტთან და თითოეული მხარის პოლიტიკურ პარტიებთან. თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემისთვის აუცილებელია პოლიტიკური კლიმატის შექმნა, რაც მიიღწევა ევროპარლამენტის შუამავლობით. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი დაანებონ პარტიულ ინტერესებს, თავიანთი დებატების ცენტრში მოათავსონ ქვეყნის მოქალაქეები და პატივი სცენ მათ ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს”, – განაცხადა კრამონმა.

მსგავსი თემები