კანაფის კონტროლისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, შეიქმნება კანაფის კონტროლის სააგენტო, რომელიც გააკონტროლებს მცენარე კანაფის ქვეყანაში ლეგალურ ბრუნვას.

კანაფის კონტროლის სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. მის მუშაობას პარლამენტი გააკონტროლებს. სააგენტოს დაევალება, მცენარე კანაფის ლეგალური  ბრუნვასთან დაკავშირებით  წელიწადში ერთხელ, თებერვალში პარლამენტს წარუდგენს წლიური ანგარიში. ამასთან, სააგენტო მთავრობასა და სამინისტროს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს.

შს სამინისტროს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი.

მსგავსი თემები