„ემიგრანტი დედის შვილი გარდაიცვალა, დედა კი „მოკვდა“ – შოთო სიხარულიძე

შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ემიგრანტი დედის შვილი გარდაიცვალა, დედა კი „მოკვდა“. არადა, კაპიკ-კაპიკ აგროვებდა თანხას შვილების სამომავლოდ. სახლში 25 წლის ვაჟკაცი ეგულებოდა. ეფერებოდა სიზმრებში. ოცნებობდა, მისთვის ცოლი უნდა შეერთო. ქორწილი უნდა გადაეხადა. შვილიშვილები უნდა ჰყოლოდა. ყველაფერ ამისთვის უძლებდა სიშორეს, სიცივეს. უღირდა ემიგრანტული ტვირთის ტარება.

ახლა კი მიემგზავრება კონსტანტინეპოლიდან ცარიელ-ტარიელი. შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ, თურმე უბრალოდ სუნთქავენ.. ასეა ჩვენი ემიგრანტი მეგობარი დედა ახლა… მიდის მშობლიურ მიწაზე.. მხოლოდ მიდის. 3 მაისს 25 შეუსრულდებოდა. ალექსა სვიანაძე გარდაიცვალა“, – წერს შოთო სიხარულიძე.

მსგავსი თემები