„ვერ ხდება პირბადის გამოყენება, რაც მაღალი რისკია და შეიძლება, გამოიწვიოს ეპიდსიტუაციის გაუარესება“ – ბექა ფერაძე  

შრომის  ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის  ბექა ფერაძის განცხადებით, სოციალური ღონისძიებები ვირუსის გავრცელების მხრივ  მაღალი რისკის მატარებელია, რაც  არსებული რეგულაციების საჭიროებას ძალაში ტოვებს.

როგორც ფერაძემ მედიასთან განაცხადა, როცა ქვეყანაში მშვიდი ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება, რეგულაციების მოხსნაც მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში.    

„ლოგიკური და გასაგები მიზეზების გამო, სოციალური ღონისძიებები ამ შემთხვევაში არის განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელი. მისი ფუნქციონირება არის ისეთი, რომ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, ვერ ხდება პირბადის გამოყენება, დაყოვნების ხარისხი ძალიან მაღალია, რაც მაღალი რისკია და შეიძლება, გამოიწვიოს ეპიდსიტუაციის გაუარესება.   თუ ეპიდემიოლოგიურად სტაბილური ვითარება გვექნება, ცხადია, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. გამიჭირდება, გითხრათ, რომ ეს იქნება პირველი, თუ ორი აპრილი“ – განაცხადა ბექა ფერაძემ მედიასთან.

მსგავსი თემები