სალომე ზურაბიშვილისა და ევროპელი მედიატორის შეხვედრა დასრულებულია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით 0:30 საათი გაგრძელდა და არის პოზიცია რომ შეხვედრის თემა  ე.წ. პოლიტპატიმრებს ეხებოდა.

შეხვედრის დასრულების შესახებ კომენტარი არც საქართველოს პრეზიდენტს გაუკეთებია და არც შვედ დიპლომატს. ამ ეტაპისთვის, არავინ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შეხვედრის ერთ-ერთი თემა, პრეზიდენტის მხრიდან გიორგი რურუას შეწყალებას ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ ყველა შეხვედრის დეტალები, როგორც მმართველ გუნდთან, ისე ოპოზიციასთან გასაიდუმლოებულია და საჯაროდ არც ერთი მხარე საუბრობს.

კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დღეს უნდა დაბრუნებულიყო, თუმც, ვინაიდან მხარეებს შორის პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა, მან ვიზიტი გაახანგრძლივა და ქვეყანაში რჩება. საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკების პარალალურად, ბრიუსელში შეხვედრებს მართავს ირაკლი ღარიბაშვილი. 

მსგავსი თემები