კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან ერთად ბლოკში მყოფი პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან ერთად ბლოკში მყოფი პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრას სალომე სამადაშვილსა და აკაკი მინაშვილ ესწრებიან. შეხვედრაზე იმყოფება “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება კომპრომისის მისაღწევად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს დილიდან შეხვედრა გაიმართა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებთან. დღის განმავლობაში შეხვედრები დაგეგმილია ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

მსგავსი თემები