კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,02 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,02 პროცენტს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,46 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,51 პროცენტი.

დღეს კორონავირუსი 268 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხუთი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები