კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 141, იმერეთში – 46, შიდა ქართლში – 16

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 268 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 141 შემთხვევა, აჭარა – 12, იმერეთი – 46, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 16, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – შვიდი, კახეთი – 15, მცხეთა-მთიანეთი – ოთხი, სამცხე-ჯავახეთი -ერთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ორი.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 078, საიდანაც 1 338 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 682, აჭარაში – 140, იმერეთში – 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 272 პირი, მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 23, იმერეთში – 77.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში – ოთხი, იმერეთში – ექვსი. 136 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 104 – თბილისში, 30 – აჭარაში. 1 604 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 251 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 140, ხოლო აჭარაში – 14. სულ, 6 ოქტომბრიდან – 13 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 632 პირი. ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 499 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 548 პირი, აჭარაში – 492, იმერეთში – 647.

მსგავსი თემები