თბილისში კიდევ 32 ავტოფარეხს დაანგრევენ   

თბილისში ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს. ისნის რაიონის გამგეობამ მოსახლეობის თხოვნით, “ნავთლუღის” ტერიტორიაზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N15-ის მიმდებარედ არსებული ცხაურის ტიპის ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო. სულ 32 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდება. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ცხაურის ტიპის 11 ავტოფარეხი უკვე დაშლილია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ცხაურის ტიპის ავტოფარეხების კონსტრუქციების დაშლის შემდეგ, ტერიტორია დასუფთავდება. საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგდება, კერძოდ, კორპუსებს შორის კეთილმოეწყობა ეზო, დაიგება ასფალტის საფარი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, სკვერში დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდება მოსასვენებელი სკამები და ლამპიონები.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ავლაბრის, ვაზისუბნისა და “ნავთლუღის” ტერიტორიაზე, დღეის მდგომარეობით, უკვე 81 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა. მოსახლეობის გამოხმაურების შემთხვევაში, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მსგავსი თემები