საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი

  •  

საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 399 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 012, ხოლო პისიარტესტით – 9 387.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,02%, ბოლო 14 დღის – 1,51%, ბოლო 7 დღის – 1,46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 989 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 237 გამოჯანმრთელდა, 3 648 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 251, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 338 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 136 პირი.

ამასთან, 13 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი.

მსგავსი თემები