ევროპელი მედიატორი შეხვედრებს მმართველი გუნდიდან იწყებს

ევროპის საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის – კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტი დღეს სრულდება. შვედი დიპლომატი დღევანდელ მოლაპარაკებებს მმართველი გუნდიდან იწყებს.  

„ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. ვგრძნობ, რომ  ყველა პარტიის მხრიდან არის სათანადო მზადყოფნა, გამოსავლის მოძებნა სცადონ“ აცხადებს  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.

რაც შეეხება დღევანდელი სამუშაო დღის წესრიგს, დაგეგმილია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების შეხვედრა, შემდეგ გი შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან გაგრძელდება.

მსგავსი თემები