ვითარების განსამუხტად არასამთავრობოები რურუასა და მელიას გათავისუფლებას ითხოვენ   

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრა დასრულდა.როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვითარების განსამუხტად გიორგი რურუა და ნიკანორ მელია პატიმრობიდან უნდა გათავსიფლდნენ.

„იმისთვის, რომ დღეს, ამ სიტუაციაში განიმუხტოს დაპირისპირება, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდნენ“ – განაცხადა ეკა გიგაურმა მედიასთან.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანის დემოკრატიული რეფორმების ჩატარება, მათ შორის სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში.

„ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს კორუფციის გაზრდილი რაოდენობის გამო, რაც ქვეყანაში გვაქვს, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და დაიზღვეს ჩვენი სისტემა. აქ არის საუბარი, ერთის მხრივ, ამ მომენტისთვის განვმუხტოთ კრიზისი და მეორე მხრივ, ამის შემდეგ როგორ მიგვყავს წინ ქვეყანა. წინ ქვეყანა წავა მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების შედეგად და სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს“, – განაცხადა გიგაურმა.

ამ წუთებში, შვედი დიპლომატი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ხვდება. 

მსგავსი თემები