„ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, რომ პროცესი წინ წავიდეს“, – კრისტიან დანიელსონი

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე შვედმა დიპლომატმა განაცხადა, ის ყველას უსმენს. შემდეგ კი მოლაპარაკების პროცესი დაიწყება.

„ჩვენ ძალიან ნაყოფიერად, სრული ჩართულობით უნდა ვიმუშავოთ ამ დღეების განმავლობაში,  რომ მედიაციამ შედეგი გამოიღოს. ჩემი მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა. დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ვხვდები სამოქალაქო საზოგადოებისა და ასევე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. მერე ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, რომ პროცესი წინ წავიდეს“,-განაცხადა მედიატორმა.

მსგავსი თემები