რატომ ურეკავდნენ ღარიბაშვილს მინისტრები და რა კავშირი ჰქონდა სანდრა რულოვსთან და გიული ალასანიასთან?!

პრემიერ მინისტრმა ფარულ სატელეფონი ჩანაწერებზე განმარტებები გააკეთა და ახსნა, რატომ ურეკავდნენ და რა ურთიერთობა ჰქონდა მას ყოფილი მთავრობის მინისტრებთან.   

პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე მინისტრი დაასახელა, ვისთანაც ის თანამშრომლობდა. ასევე, აღნიშნა, რომ მას კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილის მეუღლესთან, სანდრა რულოვსთანაც ჰქონდა.

„საუბარი იყო, რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მინდა განმარტება გავაკეთო მოსახლეობისთვის. მოგეხსენებათ, მე რვა წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს, ჩვენ ვმართავდით არაერთ საქველმოქმედო პროექტს საქართველოში. ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში. სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ბატონ ბიძინას ამ ფონდის მეშვეობით, ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან მათ შორის, არაერთი შეხვედრა მქონდა გარდაცვლილ კულტურის მინისტრთან რურუასთან, კვიტაშვილთან, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი იყო; განათლების მინისტრთან, შეხვედრა მქონდა თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთ პროექტზე მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენები გვიწევდა. პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო ჩემი, როცა მე ვიყავი ფონდი „ქართუს“ პრეზიდენტი“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

მსგავსი თემები