პოზიცია-ოპოზიციის შესარიგებლად შარლ მიშელის წარმომადგენელი თბილისში ჩამოვიდა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოშია. შარლ მიშელის შერჩეულმა და ნდობით აღჭურვილმა მედიატორმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული დიალოგის პროცესი უნდა დაძრას და კონკრეტულ შედეგამდე მიიყვანოს.    

როგორც დანიელსონმა აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა,  ელოდება პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას.

„მიხარია, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. მოუთმენლად ველოდები აქ, ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას. ახლა მეტს ვერფერს გეტყვით, თუმცა ველოდები დღეს, მოგვიანებით თქვენთან საუბარს“,- განაცხადა დანიელსონმა.

დანიელსონი საქართველოში შემდეგი მისიით ჩამოვიდა –  ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ ინიცირებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

ვიზიტის ფარგლებში ასევ დაგეგმილია შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და არასამთავრობო სექტორთან. დღესვე გაიმართება პირველი პრესკონფერენცია.

სტუმარი  საქართველოს 14 მარტს დატოვებს.

მსგავსი თემები