„ქართული ოცნების“ ოფისთან 4 „პროტესტანტი“ დააკავეს

დაკავებით დასრულდა აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან. დაკავებულია 4 ადამიანი, რომლებიც ტვ „პირველში“ დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აპროტესტებდნენ.    

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, პოლიციელებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით. ოთხივე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით არიან დაკავებულნი, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი თემები