57 ათასი მედპერსონალი ასაცრელთა პირველ პრიორიტეტულ ჯგუფშია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,  საწყის ეტაპზე, ვაქცინაცია  57 000 სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. როგორც გაბუნიამ განმარტა, ვაქცინაცია 15 მარტის კვირაში დაიწყება.

„ვაქცინა განაწილდება იმ დიდ ქალაქებსა და დიდ რაიონულ ცენტრებში, სადაც 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დარეგისტრირებული. როდესაც გაიხსნება ვაქცინის ფლაკონი, სრულად უნდა მოხდეს მისი გამოყენება, ამიტომ მნიშვნელოვანია ნაკადების დარეგულირება.  ყველა სამედიცინო პერსონალი იქნება ინფორმირებული, როდის და რა ადგილას უნდა მივიდეს, რათა ჩაიტაროს ვაქცინაცია. აქვე მოხდება მეორე ვიზიტის დადგემვაც. 57 ათასი ადამიანია მედპერსონალის პირველ პრიორიტეტულ ჯგუფში. შემდეგ მალევე გვექნება შესაძლებლობა, მოვიცვათ ის 2 000 ადამიანი, ვინც გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარი და სამედიცინო პერსონალია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები