„ჩინური ვაქცინა დამზადებულია ტრადიციულ მეთოდებზე“ – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით რეგულაციები იმდენად მკაცრია, მის ხარისხში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.

„ხარისხის კომპონენტზე საუბრისას, მთავარია, მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ვაქცინის აღიარება. მაშინ, როდესაც ჩინურ ვაქცინასაც აქვს და ექნება მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან მკაცრი აღიარება, ეს მის ხარისხს არ აყენებს ეჭვის ქვეშ. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩინური ვაქცინა დამზადებულია ტრადიციულ მეთოდებზე, რაც ბევრი მოქალაქისათვის უპირატესობის განმსაზღვრელი ფაქტორია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან.

მისივე განმარტებით, საქართველო ვაქცინას იმაზე ბევრად ადრე მიიღებს, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი.

მსგავსი თემები