პირბადის ტარება დაეცა, რაც დაუშვებელია“ – პრემიერ-მინისტრი

„პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა, თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში. ვიდრე ვაქცინაცია დაიწყება, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს, კიდევ ერთხელ, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თხოვნით მიმართა მოსახლეობას, პირბადის ტარების წესი დაიცვას ყველამ, იმისათვის, რომ არ იქნას დაშვებული მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში.

„მოგეხსენებათ, ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე, შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია და მინდა, კიდევ ერთხელ, თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, იმისათვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში.

იცით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ და მეც ინტენსიურად ვარ ჩართული მოლაპარაკებებში, როგორც უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, ისე პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მალე ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას, როგორც მინისტრმა ამის თაობაზე საზოგადოებას უკვე ჩააბარა ანგარიში. მანამდე, ვიდრე ვაქცინაცია დაიწყება, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს, კიდევ ერთხელ, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები